Monday, June 6, 2011

როგორ მინდოდა ლექსი დამეწერა.... რამდენი ვდიე მუზებს, მაგრამ დნობაშეპარული ყინულივით მისხლტებოდნენ ხელიდან... რაც იქნება იქნება... სულერთია... უბრალოდ დავწერ... მთავარი ხომ წერაა... უყურებ, როგორ იფარება უბიწოდ თეთრი ფურცელი მელნით და შვებას გრძნობ... ახლა მას სტკივა, ის განიცდის, ნერვიულობს, ელის... შენ აღარ... ახლა ისაა შენი მეგობარი, მსმენელი... შენ კი ცდილობ დაიცალო, გათავისუფლდე, მეგობარს გადასცე შენი ფიქრები... მელნით გაჩენილ ყოველ ლაქას შვება მოაქვს... დროებით...

No comments:

Post a Comment