Friday, April 29, 2011

მარტოობისგან დაღლილ
გულში შემოდის ეჭვი -
იქნებ ცხოვრება არც ღირს...
იქნებ დაგცინის ბედი...
იქნებ ვერ შეძლებ იმას...
რაც ასე გსურდა დღემდე...
იქნება სჯობდეს მიზანს
მუდმივად აღარ სდევდე...
იქნებ იცხოვრო ისე,
რომ არ იფიქრო ბევრი...
იქნებ სრულიად მარტომ
ვერ დაამარცხო მტერი...
ეჭვი ედება ეჭვზე
და არ ჩერდება წამით...
იქნებ იცოდეთ ჩემზე
ეჭვებით დაღლილი ქალი...

No comments:

Post a Comment