Wednesday, April 13, 2011

პროზად დავწერდი წვიმისფერ ლექსებს
რომ შემძლებოდა წერა თამამად...
ფიქრი ოცნებებს ისე დაეძებს,
რომ უნდა თავის ქსელში გამაბას.
ფიქრი მიჰყვება ამინდს კვალდაკვალ,
მასსავით იცვლის ფერს და ხასიათს,
და ამ ყველაფერს სხვა რა დავარქვა,
თუ არა - გული ელის განთიადს!

No comments:

Post a Comment