Monday, November 15, 2010

იმედის უკანასკნელი ამოსუნთქვა

   დილით თითქოს ჩვეულებრივად გაიღვიძა,  მაგრამ ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა გონებამ მაინც გაიაზრა, რომ დღეს ყველაზე თავდაჯერებული და მომღიმარი უნდა ყოფილიყო...
     ის ტანსაცმელლი შეარჩია, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდა...თან მეტნაკლებად სოლიდურ იერსაც აძლევდა...ენერგიის მოსაკრებად და განწყობის ასამაღლებლად საყვარელი მუსიკაც არ დავიწყებია...bee gees-ის სიმღერის მუხტი თავისდაუნებურად გადმოედო...სარკეში საკუთარ თავს გაუღიმა და გულში პატარა კომპლიმენტიც არ დაიშურა....ბოლო დროს მუდმივად გაფუჭებული ხასიათი თითქოს გამოსწორდა...მაგრამ იქ, სადღაც შიგნით, დაძაბულობა და შიში მაინც არ ეშვებოდა...
      დღეს გასაუბრების დღეა...უკვე მერამდენე მცდელობა საკუთარი გზის გასაკვალად...ისევ საკუთარი ძალებით...
     მაგრამ მანამდე უნივერსიტეტი და მოსაწყენი ლექციები "იხმობს"..

* * *

      უკვე დიდი ხანია რეანიმაციაშია და სიცოცხლისთვის ბრძოლას განაგრძობს...ცოტა ხნის წინ ექიმებმა სასიკეთო ცვლილებები შენიშნეს...გადარჩენის შანსი თითქოს გაიზარდა..ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა, მაგრამ რეანიმაციიდან მაინც ვერ გაიყვანეს...იქნებ ახლა მაინც მომჯობინდეს..ვინ იცის?..ამბობენ თვითონ უნდა იბრძოლოსო....

* * *
      როგორც იქნა გამოაღწია უნივერსიტეტის  ცივი და უფერული კედლებიდა...გარეთ ნოემბრისათვის უჩვეულო სითბო დახვდა...როგორ უნდოდა ახლა მეგობრებთან ერთად სადმე ბუნებაში ხეტიალი...მაგრამ სად იყვნენ მეგობრები????ამ დროს ყველა თავისი საქმითაა დაკავებული...თავის მეგობრებთან...საერთოდ ასე ქონდა გამოცდილი....როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდით ვინმე, სსწორედ მაშინ იყო ყველაზე მარტო..
გასაუბრება ხუთ საათზეა..მანამდე რა ეკეთებინა???ქუჩაში ყოფნას ისევ მაღაზიებში გავლა არჩია...გადაწყვეტილება მალევე გაუხდა სანანებელი...მოდური ტანსაცმლის მარკებზე მიწებებულმა ფასებმა ხასიათი გაუფუჭა...გულის გადასაყოლებლად დანიშნულების ადგილამდე ფეხით მისვლა გადაწყვიტა...
უკვე კართან იდგა...იქ სადაც "განაჩენი" უნდა გამოეტანათ...

* * *
     ავადმყოფის გულის ცემა და სუნთქვა გახშირდა...მისი ორგანიზმი სიცოცხლისათვის ბრძოლას განაგრძობდა...
* * *
     როგორც იქნა მისი რიგიც დადგა...მოჩვენებითი სიმშვიდით შევიდა გამოსაცდელ ოთახში...ღიმილიც არ დავიწყებია..მოუწონეს ღიმილი...მაგრამ  cv-ის დანახვაზე, რომელიც ერთ გვერდსაც ვერ ავსებდა, სახეები შეიცვალა...
შიშმა და დაძაბულობამ იმატა...
გამოკითხეს ყველაფერზე..მათ შორის იმაზეც, რაც საქმეს არ ეხებოდა...
საბოლოო დასკვნა - კარგია, მაგრამ ჩვენ სხვანაირები გვჭირდება!!!
      გულ და გონებადამძიმებულმა ჩამოიარა გრძელი კიბე და ხმაურიან ქუჩაში გამოვიდა...თუმცა მისთვის ეს ხმაურიც სამარისებური სიჩუმის ტოლი იყო...გულიწამღებმა სიგნალის ხმამ თითქოს ცოტა გამოაფხიზლა...სირბილით გადაჭრა ქუჩა და მოსაცდელში სკამზე ჩამოჯდა..ძალაგამოცლილი...ფიქრებარეული..იმედგაცრუებული!!!
უკვე მერამდენედ...

* * *
     ავადმყოფის გულის ცემამ მაქსიმუმს მიაღწია...წნევა დაეცა...ექიმები რატომღაც არსად ჩანდნენ...არადა ასეთ პაციენტთან ერთი ექთანი ხომ მაინც უნდა იყოს მუდმივად....
     ავადმყოფმა თითქოს რაღაც თქვა...გაუგებარი....და უკანასკნელი სუნთქვაც ამოაყოლა...აპარატმა გულისწამღებად დაიწყო წივილი....

* * *

იმედი მოკვდა....

No comments:

Post a Comment